პოეზია · ლირიკა
***შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებასდა თუკი შეძლებ, მაშინ მთვარეს უნდა გაექცე,უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისასდა სისხლს ფიქრები აუკრძალო,ხოლო სიზმარს _ შემოსვლა შენში,შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებასროგორც მზე ვეღარ დაივიწყებს საკუთარ სხივებს,როგორც მინდორი მწვანე ბალახს ვერ დაივიწყებს.აღფრთოვანებას გადაჩვეულიჩემი თვალები მოძებნიან შენს სიჩუმესაცდა დავინახავ, როგორ იზრდებაშენს მაღალ ყელში სასორწარკვეთა.