↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე არა ერთხელ მქონია ფრთები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მე არაერთხელ მქონია ფრთებითავბრუდამხვევი სიმაღლით მქროლი,ლურჯი ტრიალით ბრუნავდენ მთებიდა ირყეოდა ლაჟვარდი ბროლი.
და არა ერთხელ მიგრძვნია მაშინ,რომ ის მიწები სხვა მიწებია,დამვიწყებია მოწამლვა შხამით,მაგრამ კივილში გამღვიძებია.
ვყოფილვარ ბევრჯერ სიკვდილის პირად,ომში მინახავს ცეცხლის ვარდები,იმ სიმაღლეებს ვიგონებ ხშირად:არ მავიწყდება ის ლაჟვარდები.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი