↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ამ ყვავილებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ო, ნუ იფიქრებ, რომ მოკვდა გული,რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების ეკლიან გზაზეგულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.
ველი, ვიბრძოლებ... მე ამ ყვავილებსვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკისხელი შავბნელი, ხელი მუხთალი.
და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,სადაც არ არის სული მწუხარე.
წინ მელის ბედი, რაც იყო-იყო,ის წარსულია განუკურნელი,
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს,სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი