↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე გამოვშორდი ავადმყოფ მხარეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
მე გამოვშორდიავადმყოფ მხარეს,იქ უსიცოცხლოფოთლების ფენას,კონცლაგერებისდღეებს მწუხარეს,მიხაკისფერიდღეების დენას.
იქ ხალხი მარხავსპირველ სიყვარულს,პირველ ვარდებითწვიმით და მეხით.ციხიდან ცდილობსგამოსვლას ფარულსდა საზღვარგარედგაქცევას ფეხით.
შენ მოდიოდი.სიცოცხლე შენისაზღვართან მხოლოდბეწვზე ეკიდა,მაინც სიკვდილისდა შიშის სენიკოცონად გულს ვერშემოეკიდა.
რაა სიკვდილი?გზა, სასაფლაო,სამარადისობანგი, ჰაშიშიგვერდაუვლელიმაგრამ ამაო,უცილო, მაგრამარა საშიში!
ყვება უცნობი,თუ გერმანიისგული ვით იწვის,როგორც სანთელი,სახელი ბრძოლისდა ჰენრიხ მანის,ხმა, ოვაციისკორიანტელი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი