↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და ზამბახი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს,მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს.
დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე თქვენი სახე მომხიბლავი,და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი!
მზეს ნუ ელით... დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურის გდება,ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება,
გაფრინდება... მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდებადა გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება!
მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა,დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა.
მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის,მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი