↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და ღამე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-09-121 წთ საკითხავი106504 ნახვა

—
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნებამთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი