↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო, შორიდა მღელვარე გაზაფხულზე ფიქრს მიეცა ველ-მინდორი.თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი ტოტებდახლართულიდა მღელვარე გაზაფხულზე გაიყინა ნაკადული.
გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,და მღელვარე გაზაფხულზე ტყე გარინდდა დაბურული.სად, სად გაქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება? -იქ, სად მეფობს გაზაფხულის ოცნება და მოსიზმრება.
1908
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი