პოეზია · ლირიკა
წერილები მიტოვებული მიწიდან
სახლი--
მახსოვხარ.შენი ნატერფალის სითბოს ვინახავ.ახლა ვინა ხარ, როგორი ხარ, სად გაქვს სხვა ბუდეარ ვიცი. ბევრჯერ, გაცვეთილი ფერით მინახავსსიზმარი _ ჩემკენ იხედები, რომ კვლავ დაბრუნდე.
დიდი ხანია, აღარ ყვავის თეთრად მარტი დაჩემთან მოსული ცრემლს ღრუბლებში იმალავს მთვარე,მახსოვხარ,გზისკენ მომზირალი დედის კალთიდან,ფეხაუდგმელსაც გაქცევაზე გეჭირა თვალი.
ჯერ არ წამშლია ფერდებიდან მკრთალი ხაზებიშენი სიმაღლის, თვალებიდან _ შენი იერი,ზურგიდან _ შენი ნაბიჯები და ძველ სპაზმებადყვითელ ალბომებს ვიტოვებ და ვათვალიერებ.
მახსოვხარ.მაშინ, როცა წვიმს და ჩემს ნატყვიარებსარ ინდობს ქარი, დედამიწას ვაკრთობ ცახცახით,არ მაძინებენ აჩრდილები მობორიალედა კოშმარები, ჩვიდმეტი წლის წინათ ნანახი,
იმ გზას ვუყურებ, რომელ გზითაც მაშინ წახვედი,ქვემეხებმა რომ ზეცა თავზე ჩამოგვაქცია,და მეჩვენება _ მამის ხელი უკან გახედებს,მოდიხარ ჩემკენ და ბავშვობის კაბა გაცვია.