პოეზია · ლირიკა
თესალონიკი. თვე მეთხუთმეტე
ზღვა დამხრჩვალ თევზებს გამორიყავსდა კორპუსების, პორტების და ძველი ქარხნებისფეხებში დაყრის.ზღვა დაიღალა თევზების კვებით,გემების ზიდვით,ჩვენი ყურებით,წამოდი, უკან დავიხიოთ.ზღვამ არ იცის, რომ მაისია,ჩვენ ნუ ვეტყვით,ნუ შევახსენებთ, რომ ფორთოხლების ხეივანი აყვავდა უკვედა დამთავრდა ჩრდილოეთში წყალდიდობები.ზღვას დაავიწყდა,უკვე დროა, რომ შემცირდეს ძარღვებში წყალიდა ტკივილმა ისევ იმატოს.
მე ვიცი, ჩემი ზღვა აქედან შორსაადა სხვა აქვს ფერი,და სხვა აქვს ძალა,ჩვენ დღეს ვართ შიშვლებიდა არ შეგვმოსავენ,თავს ნუ ამარიდებ.ჩემს დაღლილ თვალებს
არა აქვთ ზღვის ფერი,სიბნელის ფერი აქვთდა უფრო ბნელი ტკივილი მავსებს,დავცქერი ხელებზე ხაზების ფორიაქს _მოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი.
ამბობენ, ვცხოვრობ ამ ქალაქში კარგა ხანია,დაკარგული ბავშვის თვალებით,ყალბი ღიმილითდა ტელეფონში შენთვის სათქმელი ტყუილებით,რომ მე კარგად ვარ,რომ ცხოვრება შეუდარებლად მშვენიერია,რომ არ მაწუხებს გემების ფეხქვეშ ათქვეფილ,ანდა დამხრჩვალ თევზებზე დარდი,დეკორატიულ ფორთოხლების უსულო სუნიდა გაზაფხული, წელს უამინდოდ რომ მოვიდა.ამბობენ, მიყვარს ეს ქალაქიდა ამიტომაც მეფიქრებამისი ზღვა,მისი თევზები,მისი ქუჩები,ფორთოხლები,თეთრი სახლებიდა გემები, დედამიწის ყველა კუთხიდანუმიზეზოდ მოხეტებული.
მე ვიცი, შორსაა ქალაქი ჩემი,იმ სულ სხვა ზღვასთან,და სადაც დღეს ვარ,ამ ნავსადგურიდან გამოსულ გემებსსხვა ნავსადგურში მშვიდობით შესვლა
როდი უწერიათ ყოველთვის. ჰოდა,შუქურა ჩემიშენა ხარ, ვიცი,მე უცხო მიწიდან სიზმრები მომდევსდა ტკივილისგან შენი ხმა მიცავს.
ბევრი ქალაქის მტვერი ადევს ფეხსაცმელს ჩემსას,ფილტვებიც ვეღარ ზიდულობენ სხვადასხვა ჰაერს,თმაც გამეჟღინთა სხვადასხვაგვარ წვიმების სუნითდა ხანდახან აქცენტსაც ვიცვლი ლაპარაკის დროს,ხანდახან მავიწყდება სასვენი ნიშნები,ხანდახან მერევა ლოცვები და სალოცავები,ხანდახან ვხვდები, რომ ისეთი პატარაა სამშობლო ჩემი,რომ მსოფლიოს რუკაზე უკვე,სხვებს კი არა,მეც კი მიჭირს მისი მოძებნა.და როცა ერთადერთი გზა, დასაბრუნებელი,ზურგს მაქცევს და ისე გრძელდება,როგორც ზღაპრული გველი,დაუნდობელი და უგულო,შენ ჩნდები მაშინ ჩემი შავ-თეთრიდა უბოროტო სიზმრებიდან _ზუსტად იგივე ადგილას დგახარ,სადაც დაგტოვე.