↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა

ბენიძე სალომე

2026-07-182 წთ საკითხავი1649 ნახვა

—
შენ მეუბნები,რომ სიყვარული ახლა უფრო გლობალურია,ვიდრე მაშინ,როცა ლამაზი, ჩემზე ბევრად უფრო ლამაზი,თექვსმეტი წლის ბებიაჩემი,მთელი ექვსი წლით უმცროსი ჩემზე,ფარდის იქიდან უყურებდა ბაბუაჩემს,შავი ულაყით მოჯირითეს სოფლის შარაზე,და არ იცოდა, მალე სამ ვაჟს მისცემდათ ღმერთი,დედასავით ხორბლისფერებს,მამასავით მხარბეჭიანებს,რომ მერე ისე წაერთმია, არც კი ეკითხა.შენ მეუბნები,რომ სიყვარულმა გემო გაუგო თავისუფლებასდა ახლა უფრო კარგად სუნთქავს,ვიდრე მაშინ,როცა ბაბუამ საამაყო შავი ულაყითმოიტაცა ბებიაჩემიდა მაყრიონმა ოდოიას შემოძახებითდაარღვია ჭაობიან სოფლის სიჩუმე.მორჩილად იჯდა კერის პირას ბებია თურმე,ბედისწერას თუჯის ქვაბში ჩუმად ხარშავდა,რომ მერე წლები გასულიყოდა მე, ბებიის სიყმაწვილის ფოტოს ნეგატივს,ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის თავზე მეფრინა,ლურჯი ჯინსით და გლობალური პრობლემებით,და ჩემოდანში დიდი წიგნით,„საქართველო“ რომ აწერია გარეკანზედა პირველ გვერდზეჩვენებური სიამაყით და თავმოწონებითგამოსახულ ფერად რუკაზე,ის მიწა არის ჩამოჭრილი,სადაც თავისი წილი ჭაობები დაუზარლად ამოაშრო ბაბუაჩემმა,სადაც იმღერა ოდოია,სადაც სახლი ააშენა და მოყვრისთვის კარი გამოაღო,სადაც ვენახი ჩაყარა და მსხალი დარგო,სწორედ ის მიწა,შვილების ხორცით და ცრემლით რომ ანოყიერა.ჩაკეტილია სახლის კარიდა ამის შემდეგ შენ მეუბნები,რომ სიყვარული გახდა უფრო გლობალური,ვიდრე ოდესმე,ჩვენს ებრაელ შვილებს რადგანაცქვიათ ბერძნული სახელებიდა რადგანაც ქერა თმის გამო,ბებიისგან რომ გადმომეცა გენეტიკურად,ხანდახან პასპორტს არც მიმოწმებენ,შენ მეუბნები,რომ ბედნიერ ეპოქაში მიწევს ცხოვრება,გამოდევნილს საკუთარი სიზმრებიდან,საკუთარი ტკივილებიდან,დაუმარხავს წინაპრების სასაფლაოზე,ოკეანის ტალღების თავზეუპატრონოდ გამოკიდებულს,მკვებავს ჩემი და შენიგლობალური სიყვარული.
ბენიძე სალომე

ბენიძე სალომე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი