პოეზია · ლირიკა
ვილნიუსი. სადგური
ჩვენ დავიბადეთ გალიაში.საერთო იყო ის გალია,ყველას გვიტევდა.ჩვენ დავიბადეთ გალიაში.ფეხზე შებმული უხილავი ბორკილებით,რომ ვერასდროს მივმხვდარიყავით _ჩვენ მონები ვართ.ჩვენ დავიბადეთ გალიაში.იქ ყველანი ერთ ენაზე ვლაპარაკობდითდა ერთ ჰაერს ვსუნთქვდით, რადგანჩვენი ფილტვები ვერ გუობდა სხვანაირ ჰაერს.და მერე, როცა გავამტვრიეთ გალიის კარიდა სხვა ჰაერი ჩავისუნთქეთ,დაგვავიწყდა ბორკილის მოხსნა,რადგან არასდროს დაგვინახავს ეს ბორკილები,რადგან გალიას ვხედავდით მხოლოდ.მერე მე და შენ უსასრულოდ ვიხეტიალეთდა როცა შევხვდით,შევისუნთქე შენი ჩუმი ბაგეებიდანწამოსული თბილი ჰაერი,მივხვდი _ ისეთი ნაცნობი იყოჩემთვის შენი ფილტვების სივრცე,ვერ გაგიშვებდი.და ახლა, როცა გაიზარდა სამყარო ასედა გზააბნეულ ბავშვებს ვგავართ,შენ ერთი ხვდები,რა ტკივილები მაღვიძებენ გამთენიისასშენს მხარზე მძინარს,რატომ ვწყვეტ სიცილს მოულოდნელად,რატომ ვჩუმდები,რატომ მიყვარს შენს უხეშ თმაზეხშირად შეხებადა რას ვეძებ შენს თვალებში ისეთ საოცარს,ჯერაც რომ არსად მიპოვნია,ან რას ვფიქრობ,როცა ჩემს წინ მდუმარედ ზიხარ,ხელებს ითბობ ჩაის ჭიქაზედა დათოვლილ ნაძვებს უყურებ.უბრალოდ, რადგან გალიაში დავიბადეთ,დავათრევთ ჯაჭვებს,ხანაც ისინი დაგვათრევენდა ამიტომაც უცხო მიწაზე გაჩერება არ შეგვიძლია.ჩვენ ვერასოდეს გადავღებავთ დარაბებს ყვითლად,დაბრუნებულს ვერასოდეს დაგხვდები სახლში,ვერასოდეს დავარღვევთ საზღვრებს,ვერც ვაგონებში,თვითმფრინავებში,გემბანებზე შევძლებთ ცხოვრებას.ჩვენთვის არავის უსწავლებია თავისუფლება,ჩვენ კი მისი ნიჭი არ დაგვყვა,ჩვენ,გალიაში დაბადებულ,უცნაური თაობის ბავშვებს.
წლების შემდეგმხოლოდ ერთზე დამწყდება გული,რომ ვერასოდეს მოგიყევი, როგორ თოვდაროცა ბაქანზე ვიდექი და შენს ჩამოსვლას ველოდებოდი.