↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი პატარა ადამიანი

პაპიძე ნათია

2008-01-132 წთ საკითხავი2377 ნახვა

—
"მოდი,მოდი,გაჩვენო ფანჯარაში ბევრი-ბევრი ღამეები რომაა"ნუცა სადრაძე
შენ დაიბადე.უამრავი გეხვიეთ თავზედა სახვევებით დატყვევებულმაგადმოგვხედე წარბის აწევით.მე კი ვიძახდი : ვულკანია–თქო,მეტეორიტი.გაგვაცოცხლებს და შეგვაზანზარებს,კირით გაგვღებავს -მეხ-ქუხილებით გაშავკედლებულ,უმასპინძლო ციხე-დარბაზებს.იცი?შენა ხარ ის პირველი–ვინაც მოვიდა,იმის შემდეგ – რაც ძალზე ბევრი ჩვენიანიღმერთთან გავუშვით როგორც ძღვენი,როგორც ელჩები,ჩვენი ცოდვების საპატრონოდ,ჩვენს დასაცავად.
რამდენჯერ მითქვამს,ინდიგოა–თქო.დიდრონ, ნაცრისფერ თვალებშივხედავ, რომ ძლიერ...ძლიერ გებრალები–შენ, –დიდ და ჭკვიან,ბრძნადმომღიმარ, გულთაკარა ბავშვს –მე,-ცხოვრებაზე ფეხაწყობილი,სინამდვილის და უმთავრესის დამვიწყებელიერთი „უფროსი“ ადამიანი,რომელიც ასე,არჩევანით ყველა გზას გისპობს,არჩევანით, რომლის ორივე ვარიანტი –ისევ თვითონ რგებს:„- ნუცა დაფიქრდი: შენ თვითონ მოხვალთუ მე მოვიდე, დაგტუქსო და წამოგიყვანო?“„-ნუცა, იფიქრე,რა გირჩევნია:თვითონ წახვალ თუ გეჩხუბო და ისე გაგიშვა?“შენ გაიღიმებ და... „-მე თვითონო.“...კი არ ტყუვდები, თავს იტყუებ.არ მაწბილებ ცხოვრებისაგან ამგვარ წესს ჩვეულს.მე კი, მგონია, აქედანვე უნდა გაიგო :ასე რომაა, ასე რომ ხდება.მინდა, მზად შეხვდე ვარდისფერის გასხვაფერებას.
რაც შენ მოხვედი,იმის მერე მეც აღარ ვითვლი,აღარ ვკითხულობ–რამდენი წლის და ან როგორი იქნებოდაჩემი ამქვეყნად ვერმოვლენილი,მუცელშივე გაწყალებულინაყოფი – შვილი.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი