პოეზია · ლირიკა
შინმოსულისა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
გიორგი ნატროშვილსათჯერ ვემთხვიე შენს მიწას,ასჯერ სიცოცხლე მანატრე,თბილისოშენმა ლამპრებმაროდესაც შემომანათეს!თითქოს ლამპრები კი არა,ენთო ვარდები ბდღვრიალა,მე დავინახე მთაწმინდადა გულმა შეიფრთხიალა.მე დავინახე შენი ცა,სინაზით გადამხუროდა,მუჭით ავიღე მტკვრის წყალი,ვეწაფე, როგორ მწყუროდა!კვლავ მიბრუნდება სიცოცხლითმე შენი სუნთქვა, თბილისო.დამწვას, დამდაგოს შენმა მზემ,ოცნება დამითილისმოს!მე მოვდიოდი შორიდან,იერიშიდან მოველი,შენ დაგიბრუნდი პირნათლად,მე, შენი ძუძუს მწოველი.ვით საჩუქარი შენდამი,მომაქვს მე ჩემი ჭრილობა,მეც შევაჩერე ამ წყლულითმტრის დიდი შემოჯრილობა.ბევრგან ვიბრძოდი და ყველგანშენთვის ვიბრძოდი, თბილისო,შენი ქედები მახსოვდადა ფერი ყარამფილისო.გესმოდა ჩემი ნასროლი,შენი მზის სასახელოდა?! ―მტრედო, შემიძეხ თბილსში,აქ დედის ძუძუ მელოდა...