↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შინმოუსვლელო, სადა ხარ?

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20070 ნახვა

—
შინმოუსვლელო, სადა ხარ,შენ ხომ თბილისი გიყვარდა?სად ლპება შენი ქოჩორი,თვალი სად ამოგიღამდა?თბილისში ვარდი აყვავდა,შენ სად არჩიე დარჩენა?ნეტავი წამოგახედა,მთაწმინდა კიდევ გაჩვენა!შორი გამხდარა სავალი,რამდენიც გინდა იარო;აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ,მხედარო გულნატყვიარო!პირს დაგრჩენია ღიმილისამშობლოს მოგონებისა,კიდევ თუ გესმის მტკვარის ხმა,გუგუნი ქართლის მთებისა?მინდვრის შამბნარმა დასუდრაშენი ობოლი საფლავი;თმაგადაშლილი ქალივითდაგაბრწყინდება ვარსკვლავი!დედის ცრემლების სანაცვლოდგასველებს ღამის ნაწვიმი,ნაქროლი საქართველოდან,ფრთას დაგაბერტყავს არწივი!თვალში გვაკლიხარ, სადა ხარ,შენ ხომ თბილისი გიყვარდა?შენი ქართული მარჯვენასად ჩაიშალა თიხადა?მიჰყავდი იერიშებზესამშობლოს, ვინც შენ დაგბადა,დედის ლეჩაქს და ყრმის აკვანს,საფლავებს მამა-პაპათა.ცეცხლით ნადუღარ გრიალშიდაეცი გმირი გულჩქარი;და ახლა ჩუმად შრიალებსშენს სამარეზე ბუჩქნარი...მაგრამ უეცრივ მაშხლებივარდისფრად აფეთქდებიანდა ქალაქები თავდახრითშენს წინ სალამში დგებიან;დაგბაასობენ გუგუნშიალერსიანი მადლობით,რომ დაუბრუნე სიცოცხლენართმევი უსამართლობით.სისხლით სიცოცხლის მიმცემი,სიკვდილის უბეს სცილდები,გმირო, დამხსნელო, ჩვენ შორისმზესავით განაწილდები,―რომ უფრო მეტად ნათობდესშენი სამშობლოს დიდება,მზე გმირის ხმალზე მბრწყინავიარასდროს დაიბინდება!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი