პოეზია · ლირიკა
იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს
იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,გულში სიკეთის გენთოს სანთელიდა არასოდეს არ დაგავიწყდეს,არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.
შენი მამულის ტრფობით იწვოდე,არ დაივიწყო ენა თავისი,სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდესშენი `შავლეგო~, შენი `დაისი~.
ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,`ჰკა, მაგას' - ა და `ვაშა' - ს ძახილშიარ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ
დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდიდა იმ ერთხელაც საქართველოში.
და თუ დადგება წამი - ყიოში,თუ სული დადნა როგორც ფანტელი,როცა მოკვდები, საიქიოშიცარ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.