პოეზია · ლირიკა
ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს
ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,ენძელა _ ჩემი სულის ნატეხი,მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.
იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით,აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,ბარში მივდივარ, მთას გაზაფხულიხურჯინით უნდა ამოვუტანო..