↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ შეიძლება

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4585 ნახვა

—
დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარივთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემისსინაზისა და ღიმილის ღვარი.
ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,(არა, ასეთი ბედნიერებავით შეიძლება ერგოს მიწიერს!)
ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად,გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,მწამს, ზეციერსაც არ ეღირსებაბედნიერება ესოდენ დიდი.
არა! თუ რამე დამეჯერებამე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,რადგან ასეთი ბედნიერებაარ შეიძლება ერგოს ხორციელს.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი