↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * (ბევრჯერ ამივლია)

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4585 ნახვა

—
ბევრჯერ ამივლია ტატაბარშითოფით, სანადიროდ გამზადებულს,თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.
ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.
ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,თოფით, არეული ნადირები,კლდენი _ ჩამოშლილი ტყვიით, ხოლოთოვლი _ ჯიხვის სისხლად ნატირები.
მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,მერე ველურივით მიროკია,ორი დღის მშიერსა და მოწყურებულსთოვლი ხარჯიხვივით მილოკია.
მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,კაცი მამა _ ღმერთად მიწამია.
ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი დაბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,მცირე ნახვრეტსაც რომ იპოვიდაქარი, წყევლა _ კრულვით ასაკლები.
მუხლის კანკალიც კი ამტეხია,ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი