↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ნეტავი, მთების სულიმც მქნა"

დაიაური გელა

2011-08-121 წთ საკითხავი4581 ნახვა

—
ნეტავი, მთების სულიმც მქნა,აროდეს დავილეოდი,ჯვარ-ჯვარისკარზე ლუდიანსაწდედან დავილეოდი,ლუდით დამთვრალი კაცივით,შუღლ-ჯავრად დავიცლებოდი,ძველ-ძველ ჭვარტლიან ფანდურზეკაფიად დავიღვრებოდი.ბერხენ ჯიხვს გაკიდებული,მგლის მუხლად დავიღლებოდი,კლდე-ქარაფებში ქარისგანჯანღებად ავირეოდი,ტატაბრის თავზე, ლამაზად,მთვარისებრ გავილეოდი,საკვირავ გორის ბილიკზეცირცელად დავირხეოდი,პირქუში კოშკის ბეჭივით,ჟამისგან დავიხეოდი,საფეხვნოს ბრძენ ხევსურივითდავდინჯდებ-დავღვინდებოდი,ნეტავი, მთების სულიმც მქნა,აროდეს დავილეოდი.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი