↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩაჰკეტა კარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჩაჰკეტა კარი!.. სიცივე იგივერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,როცა გათავდა დიდი მიტინგი,ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.დარჩება სახლში და მისი ქოხიმოეჩვენება სურო-რეული,სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,როგორც ომების ხმა შორეული.მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,რომელსაც არხევს ალი მთოვარი,მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი