↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96955 ნახვა

—
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,თავმიდებული აჭარის კალთებს.რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.
სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, -რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,არამედ კაცი რწმენით და იჭვით.
და შემდეგშიაც ავიტან მრავალსუამინდობას, წყურვილს, სიცივეს,ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს -დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი