↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
„ღამით მევლო, მოვიდოდი,ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი“.შოთა რუსთაველი
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,თავმიდებული აჭარის კალთებს.რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, -რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,არამედ კაცი რწმენით და იჭვით.რომ მომავალშიც ავიტან მრავალსუამინდობას, წყურვილს, სიცივეს,ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს -ერთი იმედის შუქს მოციმციმეს.დაბრკოლებათა ათასგვარ საკანს,შეურაცხყოფის სუსხსაც ავიტან,ოღონდ ვხედავდე სიცოცხლის საგანსჩემი სამშობლოს სანახავიდან.მარტოობასაც ავიტან მწარეს,უმეგობრობას ავიტან მძიმეს,ჩემი სამშობლოს სანახავიდანოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი