პოეზია · ლირიკა
კლდემტირალასთან
ამოუმშრალესერთურთს თვალები _თავშლით და თათითდა უბრად სხედან:დედები, მაგრამ...მაინც ქალები _მოყმის დედაიდა ვეფხვის დედა.ომჟინიანი მათი ვაჟებიკლდემტირალასთანერთ ფარზე წვანან;მოყმე ბინდია,ვეფხვი _ რიჟრაჟი,დედანი _ ლოკვა და იავნანა.