↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კალამბურა

გახარია ლაშა

2025-04-121 წთ საკითხავი5208 ნახვა

—
ბაღათერ არაბულს
არაგვს მაუსხამს ა კალმახები,წამო, ვიანკესოთ, ვიბადუროთ;ფშავის ბილიკები -- წვრილ-ხვლიკებიქარმა ითვალოს და იფანდუროს.
არხვატს დევებია ახმახები,ლუდზე დავიწვიოთ, ბაღათერო!ისე გამავათვრათ, სალახნები,ერთხელ იახსარმა ბაყბაყდევ რო...
იმდენ დავუყაროთ რიყ-ხინკლები,ხვანჯარ ვერ შაიკრან -- გველისტყავის...
რას რა იფხინკები, შენც არ მყავდე,მითამ, საარაგვოს ერისთავი!..
წამო, არ დალანდა ვიდრე წყლიდანთევზმა -- ბუს თვალები -- ბღუერები;
ქოლგას რას დაეძებ, თუ გაწვიმდა,ფშან-ფშან უშქარია ბუერები.
წამო, კაი ცეცხლი ვაცეკვოთ დაყანწში ჩავუწყნაროთ არაგვს გული;ჯვარმან გუდანისა შაგინდოთ დამუზამ ხვარ გაგთოლათ არაბულნი?!.
გრძელი კალამბური აქ არ ხამს დავშიშობ: რახმა სხვა არ მიკარნახოს, --
არაგვს კალმახები მაუსხამს და...წამო, ვიკალმახოთ!
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი