პოეზია · ლირიკა
თოვლის ლიბრეტო
ოთარ ჭილაძესზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდადა ღვინოც თოვლი იყო – გემოთიდა ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –სველი, რომელსაც ასე ველოდი.
მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –კლავიშებიდან – შორი ლირიკით...და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.
უქათქათებდა ფლანელის პლისექვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლიდა ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...
წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინსდა ტორტმანებდა პორტის პორტალი;თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.
N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზსდა "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებსგულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.
ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;ეშურებოდა ტაშის პაუზასდა მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...
თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერასმიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..