↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოლო მესაფლავეს

გახარია ლაშა

2017-07-121 წთ საკითხავი5209 ნახვა

—
მესაფლავე... აჰა, ბარის ფული,არ დამმარხო, არ გაგიწყრეს ღმერთი;ჩემს ცხედარზე თუ არ გწყდება გული...მეც ფეხებზე არ მკიდია, ერთი!..მივატოვოთ ეგ ლექსებით მკვდარი,მივაშავოთ შროშანები, სველი...არც ვიკითხოთ სახელი და გვარი...რას უდგახარ?.. გაანძრიე ხელი!ამ თოკების ბლანდვასა და... ბრახუნს,წანდილსა და უწადინო ღვინოს...აღარ გიჯობს: შეველხინოთ ბახუსსდა სარდაფში ერთად მოვილხინოთ.იქ სიკვდილიც ვერ გაარჩევს, ძმაო:ჩვენ ორ შორის რომელია... მკვდარი.რაო, ბარი გენანება? რაო...ვის რად უნდა მესაფლავის ბარი!ჰა, საათი, შენი იყოს, მაჯის:ეგ საფულეც _ ორიოდე გროშით;ზედაც _ ღვინო! ჯავრი ნუ გაქვს ხარჯის...წამო, სიკვდილს ჩავუღდინოთ ხოში!მერე ლოთი მათხოვარიც მოვა _ცხელი ამბით, განა საბარბაცოდ;_ მესაფლავემ მკვდარი მიატოვადა ცხედარიც გაპარულა, კაცო!ერთი ლექსით გადავიხდი ქეიფს,ამ კუბოსაც ჩავაცეცხლებ ბუხარს!თუ არადა... ჩამიძახე ქვეით,ჩემი ბოლო მესაფლავე თუ ხარ.
გახარია ლაშა

გახარია ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი