პოეზია · ლირიკა
* * * "დრო არ მაქვს არჩევ-არადანისა"
ვალერიან საღლიანს
დრო არ მაქვს არჩევ-არადანისა,რომ შევარჩიო სხვა შედარება:ნისლზე მჩატეა ქუდი სვანისა,მაგრამ... მძიმეა მისი ტარება!..
საღლიანობაც, ვიცი, მძიმეა:ნაბად-ბაშლაყად გაშლა ყანისა...შეხე ამ ცრემლებს, რა სამძივეა,აძაფე შენი გვაშაყანისად.
მერე რაა, რომ: შვილნამტირია,ჯიმზე* მლაშე და მწარა-წენგური;რაც ამ თვალებში შავი კირია...ვერ ამორეცხავს მარჩხა ენგური.
ვერც ამ ბოქლომგულს გააღებს სხვა რამ,თუ არა შენი რახის კარკალი*,ის ამოქოლავს ფსკერჩეგემ წკვარამსდა ბედს გავკროლავ -- კაცი-კაკალი.
ჯიმ - მარილი (სვან.)კარკალი - რაკრაკი (მეგრ.)