↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბნეული ლექსი

მესხი რობერტ

2026-07-182 წთ საკითხავი4348 ნახვა

—
თუ გინდა, ბოლოდან დავიწყოთ:როგორც გადაფრენა ფოთლების,ანდა ჩამოფრენა მერცხლების...ვერ ვძღებიმზით და,წვიმით და,ზღვით დაფანჯრიდან ყურებით...ლოდინი...თასები...სურები...არც ისე მარტივი შუქურამიეყრდნონაპირთან რიკულებს.მიყურე!..თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:შენ თურმე კეთილი მწყემსი ხარ,მილალავ ფარას და მილულავთვალებსჩამოტეხილ ბალახზე,და მერე ჩურჩულით გამანდობ,რომ ხვალ ეკლიანი გვირგვინით...მე კი მესიზმრებაკატმანდუ,დიოსკურია და სინოპი,მაგრამ რა ხანია ვაბრუნებერთი და იგივეკინოფირსთავიდან... დავიწყოთ თუ გინდა,როცა შოკოლადით მოსვრილიდამტოვექარიან ქუჩაში,მერემოიჯარა კედლებისქელ და შეუღწეველ ღრუბლებად,(იყოს პირიქითაც...)უფლებამომეცი ყვირილის ოღონდაც,როცა დამეკარგე,ხომ მქონდა?..თეთრი აბრეშუმის პერანგი,ისიც ამ ლექსივით დალამბულბადეს მაგონებდა...სალამბო...იჯდა ძელსკამზე და წავიდა, -თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:მახსოვს დაგრეხილი ბაგირიშხარა,მყინვარი დათეთნულდი...იწვა თოვლი,როგორც სასჯელი,იქვე, ჩამომტვრეულ კბოდეზე,მაგრამ არ ვფიქრობდიარაფერს დღემდე,უფრო სწორად,როდესაცცამდე აშოლტილი ნაძვები,მთვარის ჩამოგდებას ლამობდნენ.ვიღაც ჩამძახოდა: ”რა მოგდის?”მე კიუსუსური,მორჩილი,როგორც დამტვრეული ბალახი,ახლა თვალები რომ მილულე,ვგავდი ფერგადასულ ბალდახინს,მონას - უმოწყალოდ გაროზგილს...როდის ამოიჭრა ტაროსი,როცა საკუთარ თავს არ ვგავდიფესვებგადახსნილიკაქტუსი...რატომ მეგონა, რომ ჩამრგავდი,თუნდაც გამოფიტულ ქვიშაში?!მერე მოვუკიდე...ჰაშიშიმისწვდა თირკმლებსა და ხერხემალს...ყვავილს ვინ ჩიოდა,იმ წუთასერთი ღილი მაინც მქონოდასულის შესაკრავიშიგნიდან...მქონდა ფანქარი დაწიგნი და...კბილით ვაწვალებდი მოლოდინს.თუ გინდადავიწყოთ ბოლოდან:როგორც გადაფრენა ფოთლების,ანდა ჩამოფრენა მერცხლების...

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი