↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ხალათები

მესხი რობერტ

2026-07-182 წთ საკითხავი4350 ნახვა

—
/თებერვლიანებს/
ამ არენაზეც - (პირობითად)მავთულხლართები - ეკლიანი - ჩვენ მოვიგონეთ,რათა შემდეგ თორმეტი ხელითგადაგვეგრიხა მზეებისკენდათეთრ ხალათებსშერჩენოდამზისფერი სისხლი.(ისთვითონ გასხლავსმსხმოიარეს,უნაყოფოსაც...)ჩვენ - გაბზარული თვალებით დახელისცეცებითვეძებთ ერთმანეთსამ არენაზე (პირობითად)„ქუჩაშიც,მტვერშიც...“ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ,ასფალტს რომ შევრჩითმხოლოდ ლექსებით,ნიჟარებით და ორთქლმავლებითმკედზე დამკერდში -სულ სხვა ცეცხლით,რომელსაც უნდა დღენიადაგ უბერო სული,რომელსაც უნდა შეულოცოწინაპრის მსგავსად:„არ ჩაქრე, ცეცხლო!არ ჩაქრე, ცეცხლო!ნუ იქნები მხდალი და ნავსი..."ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთამ არენაზე (პირობითად)ახლა კი ვდგავართთოვლზე სპეტაკი ხალათებით,როგორც ის იდგამდინარეში,როცა ნათლავდათვალგაუხელელ ერს დამერეჯებირს გადაღმა,სადაც სუყველა ზეთისხილი ერთად გადახმა,გააკრეს ჯვარზე...დანათელ შუბლზე - გვირგვინი ეკლის...არ იყო რკინის მავთულხლართი პალესტინაშიმაშინდა თეთრი ხალათები არ ეცვათ გიჟებს,იქ გიჟი იყო სულ სხვა კიზი,სულ სხვა კამიუდა ისიც ასე ჩურჩულებდა,წინაპრის მსგავსად:„არ ჩაქრე, ცეცხლო!არ ჩაქრე, ცეცხლო!ნუ იქნები მხდალი და ნავსი..."ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთამ არენაზე (პირობითად),სადაც დარჩენასიკვდილიაუთუოდ, მაგრამათმაგად დიდი სიკვდილიაწასვლა,თან ისე,ვერ მიხვდე მოსვლის,ანდა წასვლისმიზანს და მიზეზს...(თუმცა,ეს იმას,ფილოსოფოსს,სტრაბონს და ნიცშეს...),ჩვენ სათქმელს ვამბობთ ხმამაღლა დაყოველთვის პირში:დაანთეთ ცეცხლი!არ გამოგრჩეთ მოფრენა მერცხლის!მერცხლები ფრენენ (ცნობისათვის)ღრუბლებთან ახლოს,დარია როცა,და როცა წვიმას დააპირებსმიწასთან,ქოხთან...რა მოხდა მერე,მერე რა მოხდა,თუ არ გვაქვს ფრთები?!.თორმეტი ფრთა გვაქვს,დააკვირდით,თორმეტი აფრა,ყველანი აქ ვართ -ამ არენაზე (პირობითად)„ქუჩაშიც,მტვერშიც...“ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ,ასფალტს რომ შევრჩით...

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი