↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამოგვიკითხეს

მესხი რობერტ

2025-08-121 წთ საკითხავი4351 ნახვა

—
ამოგვიკითხეს ლინგვისტებმავაი-ვაგლახით.შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,თან შედგენილი,მე _ ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...ჯერ იყო ასე:ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,ქიმიკატებით ამოგვივსესმშრალი ვენები.მერე?მერე უკვე როგორც გითხარი,შენ აღმოჩნდი შემასმენელი _კარგად მეყოლე,დავიღალეან მებრალები...მე _ ქვემდებარე, _კარაველაან მანდოლინა...კიდევ იპოვეს ერთი წევრი მეცნიერებმა -დ ა მ ა ტ ე ბ ა,პირდაპირი ანდა ირიბი,ჩვენ რომ გვიშლიდა ერთად ყოფნასზოგჯერ პირდაპირ,ზოგჯერ _ ირიბად...აქაც...მიწაშიც...

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი