↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Egypt, 2011

მესხი რობერტ

2026-07-181 წთ საკითხავი4352 ნახვა

—
ბორკილებს არა აქვთ წონა.ყველა მათგანი რეაგირებს მაგნიტზე და ჟღარუნობს,როცა მივდივართ ქოქოსების სანაპიროზე,სუეციდან ალექსანდრიისკენან სამხრეთით –შუა წელისკენ ნილოსის,რომელსაც ვერაფრით სწვდებიან ცხელ ქვიშაში ფესვგადგმული პირამიდები,და ყვირიან ასე:დაგვიბრუნეთ ჩვენი მეფეების კუბოები,ოქრო და სკიპტრა!..დაგვიბრუნეთ ტახტი და ოსირისის ბეჭედი...დაგვიბრუნეთ წყალი!..ჩვენ დავარწყულებთ ქარს,ბარხანებში ჩაჩოქილ აქლემებსდა იქ, სადაც წითელი ზღვა მიერთვის ხმელთაშუას(ყოველთვის მიერთვიან ერთმანეთს ზღვები!..)ამოვიყვანთ მზეს,ჯერ კიდევ სისხლიან პირმშოს,რომელიც იქნება უბორკილო,და ვრცელი,და ცხელიდა ავალთ სინაიზე,საიდანაც მოჩანს ზეცადა ქაიროს გადახრილი მეჩეთები.

მესხი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი