პოეზია · ლირიკა
ლაიკის ლეკვი
არ თმობს ზამთარი მზითევს:მზეს ბეჭდად არათითობს;მცივა, ლოლუა თითებსმოპარულ ლეკვით ვითბობ.
გული ძლივს უცემს გულთან,ტყავში გაუდის ნეკნი;ხვალ გაეყიდათ, უნდა,ეს თათლოკია ლეკვი.
რა ბირდაბირად ბარდნის...მივდივარ მდგმურის მდგმური;მიმყავს წკმუტუნა დარდი,მიმაქვს ნაპოვნი პური...