↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კინოში წასვლა

გეგეჭკორი გივი

2016-06-122 წთ საკითხავი1014 ნახვა

—
როცა შეგევედრება,კვირით სადმე კინოშიმიგყავს ბავშვი ზოგჯერ,გარეთ მისი პერანგითითქოს რქებით ჰკიდიათიკანივით თოკზე.სანამ ქუჩას გაივლით,სანამ შეუერთდებითმოფუთფუთე მორევს,ის ხელიდან გისხლტებადა ქუჩაზე კონსერვისქილას მიაგორებს.ისე გაცრეცილიადა ისეთი ნაზია,ვით ყვავილი ბალბის,სანამ ბილეთს იყიდი,შორიახლო ტრიალებს,ღიღინებს და დარბის.ესეც კინოს დარბაზი.ახლა ხან წინ გაუშვი,ხან წინ გაუძეხი,მერე პალტო გახადე,თითქოს ბუტერბროდიდანენას გიყოფს ძეხვი.მერე ვიოლინოზეუკრავს ბატი დონალდიდა იძახის: `დარლინგ!~მერე დარბის კაცუნადა დარბაზის სიხარულსჰქვია მხოლოდ ჩარლი...მერე ესეც თავდება,ქვითინი და ხარხარიუკან რჩება, უკან.გარეთ წვიმა შრიალებს,ფეხსაცმელზე დახრილიშეხსნილ ზონარს უკრავ...ოდნავ დაცილებულიორი წინა კბილი დაორი წვრილი კანჭიბნელში შენს წინ ციმციმებს,როცა გესაუბრებაგამოზრდილი ტანჯვით.კითხვა განსაცდელიადა რამდენი ეჭვიაკიდევ გასაფანტი,უვარდება მანქანასშუქით დაგრძელებულიმხოლოდ შენი ლანდი.წვიმა ლექსიკონივითღამის მწუხრში შრიალებს,არ აჩერებს ტაქსი.ბოლოს მაინც ჩერდება...გამოაღე კარი დამძღოლის გვერდით დასვი.ბავშვი – კითხვის ნიშანიშემოგყურებს თვალებში,იცინის და ცმუკავს,დიახ, ჭეშმარიტებაემალება დროებითყველას ფარდის უკან.იგი არის თამამი,ყველა მოხიბლულიადა იქცევა კარგადდა ჯერ მისი პასუხიმატარებლის კუპეშიკარის ჯახუნს არ ჰგავს...იგი მოგეყუდება,ვიდრე ფეხზე დადგება,ვიდრე მონახავენ,ვიდრე ალუბალივითმისკენ გამოიწვდიანმაქმანიან მკლავებს.ის ცხოვრებას ურდულზეჯერ არ ეჯაჯგურება,გამზრდელს გვერდით უზის,მისთვის არა შრიალებსშემოდგომის წვიმებისსევდიანი ბლუზი.იგი მერე იფიქრებს,როცა მოვა სიბერედა თმას გაუთეთრებს,რომ შენს გვერდით ცხოვრობდათუ ვაგონის ფანჯრიდანდაგინახა ერთხელ?..
გეგეჭკორი გივი

გეგეჭკორი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი