↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნათურა დღისით

გეგეჭკორი გივი

2016-06-121 წთ საკითხავი1012 ნახვა

—
მაინც გითრთის ხელები,კედელს მიეყუდებიგაოფლილი ზურგით,ვერ ასრულებ ღირსებითიმას, რასაც გავალებსშენი დრამატურგი.საქმე გაქვს და ეახელკაბინეტში ნებივრადგადაწოლილ ბულდოგს,ის კი ზედ არ გიყურებსდა თავიდან გიშორებს,როგორც ზამთრის სურდოს.მერე დამცირებულიმიაბიჯებ უაზროდ...გახურებულ ტვინშიელვასავით იჭრებაპულოვერის მკერდი დაქალიშვილის ჯინსი.გიმზერს, მაგრამ ვერ გხედავს,ვით მანქანის მინაშიისე აირეკლეიმის ცისფერ თვალებში...იცინის და მიირთმევსშოკოლადის ეკლერს.შენი მზერა ღატაკიუცებ გამდიდრებულიქუჩებსა და აბრებსახლა ღიმით აწყდება...სიხარული ტკივილებსთუ არ ათანაბრებს,ძნელი არის ცხოვრება...შენ კი უნდა ბოლომდემიიყვანო როლი,სანამ უცებ გაქრებიისე, როგორც ენის ქვეშქრება ვალიდოლი...ვიდრე ცოცხლობ, მანამდეგულგრილობას იმგვარადუნდა შეერკინო,როგორც ებრძვის ზამთარშიმეეზოვე წერაქვითტროტუარის ყინულს...რადგან ზოგჯერ ცხოვრებაარის თავსმოხვეული,ცდილობს დაქსაქსულიდა დომინოს ქვასავითგაყოფილი შუაზე,შეერთებას სული...ისე გადის ზამთარი,გაზაფხული, ზაფხულიანდა შემოდგომა,თითქოს ქალი სარკის წინდგას და კაბებს იზომებსდა არა აქვს ზომაიმის ჭირვეულობას,არის დაულეველიგარდერობი მისი,ყველა კაბა უხდება,მაგრამ მალე იშორებსდა საწოლზე ისვრის...შენ კი ისევ ბრიალებტანჯვისა და ღიმილისუღირსი და ღირსი,ისე შეუმჩნეველი,როგორც ბოძზე ნათურაანთებული დღისით...
გეგეჭკორი გივი

გეგეჭკორი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი