პოეზია · ლირიკა
დილის ათი საათი
ოთახში დადის და ლაპარაკობს,მერე იმისი ხელი ჩაიდანსდასწვდა და ასხამს ფინჯანში ჩაისდა სანამ ფინჯანს ლოჯში გაიტანს,უთრთის ხელი და მეც უკან მივდევ,სკამს მაგიდასთან ვიდგამ და ვჯდები.(`გინდა ლიმონი?~)მისი ტუჩები უფერულია,შეჭრილი თმებითუფრო მკაცრია სახის ოვალი.(`მაინც რა მოხდა, მთელი ქალაქირომ ამ სულელურ რომანს კითხულობს...მაცივარშია ალბათ კარაქი...~)მე ვდგები ისევ.სკამი ჭრიალებს.ყველაზე ადრე ძველდება სკამი.ქალი მიყურებს და იღიმება.ასე უსხლტება გაბზარულ კრამიტსსინათლის სხივი.(შენ არ გცალია, კინოში უნდა ვიარომარტომ...~)საწოლ ოთახში ფარდა გასწია.(`მე რომ მაცვია, ასეთი პალტოვიღას აცვია!..)მე ჩაი მოვსვი.(დღეს მოიტანდე იქნებ ბილეთებს...`კავკასიური ცარცის წრე~ ბრეხტის...~)მიახლოვდება.(`ძლივს რომ იმეტებსსალამს, ვინ არის, რას წარმოადგენს?~)თავზე დამადგა.მე ისევ დინჯადკოვზს დაუშაქრავ ჩაიში ვურევდა დაფანტული დავყურებ ფინჯანს.წვიმს.მოღრუბლული დღე არის გარეთ.მოწყენილია სახლში ავეჯი.(`უბრალოებით ფასდება კაცი...სხვა კულტურაა სისადავეში...~)მე ვდგები.(`ქუდი არ დაგავიწყდეს...~)ოთახის სითბო ქუჩაში მიმაქვსდა მანქანებში გადასასვლელზეცელქი ბიჭივით გადარბის წვიმა...