↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლტოლვა

გეგეჭკორი გივი

2013-05-121 წთ საკითხავი1016 ნახვა

—
შენ ვერ გაგთქვამენ შენი თვალები,შინაგან ბრძოლას სიმშვიდით ნიღბავ,მხოლოდ მე ვიცი, რაც იმალებამოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა!..შენ გეშინია საკუთარ გრძნობის,შენი მუხლების, მხრების, ფეხების,ჯერ არ განცდილი თვლემის დათრობის,თრთოლვის, სურვილის, ხელის შეხების...გსურს მომიშორო შენივ ხელებითდა გეშინია, რომ შორს შესტოპე,გულს ვერ იჩერებ აფართხალებულს,თრთოლვა გიბერავს ფერმკრთალ ნესტოებს...სახეს მარიდებ, იხრები გვერდზედა თითქოს სადღაც გადაიწიე,შენში სურვილი გონებას ებრძვისდა მიწიერი _ არამიწიერს.რასაც გუმანით გრძნობდი ადრევემკერდით, სიცილით, მთებით, კორდებით,ახლა შენს სულში იბინადრებენსხვა სიმღერებით, სხვა აკორდებით.და იღებ, როგორც შიშის საზღაურს,თავდავიწყებას, ალერსს და თრთოლვას,თავშეკავების ქრება საზღვარიდა რჩება მხოლოდ უსაზღვრო ლტოლვა!..
გეგეჭკორი გივი

გეგეჭკორი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი