პოეზია · ლირიკა
ფშატი
სევდა, რომელიც უხასიათოდა ჭირვეული ბავშვივით ღნავის,არ დამშვიდდება,გინდ მოვეფერო,გინდ რბილ ბალიშზე დავუდო თავი;გინდა აკვანი გადავურწიო,შემოვუჭირო გინდ არტახები,ეგ შენი მკერდი თუ არ ჩასჩარე,არ მოასვენებს შენი სახელი.სევდა ბავშვივით დიდხანს იღნავლებს,თუკი წყურვილი ვერ მოვიკალი,შენი მკერდიდან თუ არ გადმოხტაგაცელქებული თეთრი თიკანი...დადინჯებულხარდა აღარა ხარ ის ქალიშვილი,მე რომ უხეშადმეპასუხებადა კაბის ბოლოსთავაღერილი თხა რომ უღეჭავს.ახლა შენს სხეულს,ნაგვიანევმა ქალიშვილობამ რომ ჩამოხუნძლაასე ცთუნებით,არ შემიძლია ისე შევხედო,როგორც მოხუცმა.ეგ მკერდი ასე როდის გაივსოდა ასე როდის გამოცალკევდა,შიგნიდან როდის განათდა შენითვალები – ჩემი სასოწარკვეთა.ეგ შენი ტანი ისე გრილია და მათრობელი,როგორც მარანი,შენი სხეულის მდინარის ფშანშიჩამალულია ბნელი დარანი.შენს დანახვაზე მე მახსენდებააყვავებული ჭაღარა ფშატი,რომელიც თითქოს უკანასკნელადამჟღავნებს თავის ვნებას და წადილს;ან სხვებთან ერთად იცინის ველზე,ან მარტოდმარტო ხარობს ობოლი,ნაგვიანევი მთის გაზაფხულითროცა ივნისში მხვდება გომბორი...