↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი კვირა დღეზე

გეგეჭკორი გივი

2016-06-121 წთ საკითხავი1010 ნახვა

—
არაფერზე ვოცნებობ,არაფერი არ მინდა,მე იმაზე მეტი,მხოლოდ თვალი ვადევნობაღში აფუსფუსებულჭიანჭველის პეტიტს.დალოცვილი ქვეყანააღარ დაემგვანებაბებერს უღარიბესს,თუ მზე ღრუბელს გაექცა,როგორც აბაზიანი –დაფხავებულ ჯიბეს...რომ აივნის რიკულიიატაკზე უეცრადისევ გადახატოსდა რომ ჩუმად დავუსხლტეჩემი თავის ტკივილსგააფთრებულ ბატონს.არაფერზე ვოცნებობ,არაფერი არ მინდამე იმაზე მეტი,ვნახო ბოლოს მიწაზეთრთოლვით შეჩერებულიფოთლის პირუეტი.უნდა ველზე გავიდე,იქნებ ოდნავ მოეშვასჩემი მოსართავი.გამიცინებს უკბილოდა ჩიტებით შეჭმულიმზესუმზირის თავი.კვირის მზიან ტაძარშიშევალ როგორც ქურუმიდა მსახური კვირის.სევდა მატარებელშიგაღვიძებულ ბავშვივითაღარ შემომტირებს.მე ვიქნები პოეტი –მთვრალი არქაიზმითდა რითმების ძებნით.თავი არ იგრუხუნებს,როგორც შემადგენლობაგრძელი მატარებლის.ჩქარა! ზამთრის სიცივეამ უეცარ სიხარულსბევრჯერ გამომიბრის.ბევრჯერ მომენატრებაეს კვირა დღის ბურუსიდა თვალების ლიბრი.არაფერზე ვოცნებობ,არაფერი არ მინდამე ამაზე მეტი,არაფერი მაწუხებს,დილა გულუბრყვილოა,როგორც ტრიოლეტი.უნდა მზეში ვიხილო,ჩანთა როგორ ეხლებაქალიშვილის თეძოს.სანამ ჩავუვარდებიშემოდგომის სევდიანდა წვიმიან სეზონს.სანამ წვიმის ღრუბელიშემოდგომის ქალაქებსდააფარებს ბრეზენტსდა მე თავის ტკივილისულმობელი ბატონიმიმაჯაჭვავს კლდეზე...
გეგეჭკორი გივი

გეგეჭკორი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი