პოეზია · ლირიკა
ქალი სარკმელთან
მოსცილდი სარკმელს,შემობრუნდი,მიმოიხედე...
წამოკრიფე მკვდარი პეპლებიმაგიდიდან, იატაკიდან -საფერფლეზე მოაგროვე, ერთხანს უყურე,უყურე, ვიდრე გამოერკვევი.
მერე საფერფლე გაიტანედა ჩაცალე ნაგვის ვედროში;ვედრო, ცხადია, ნაგვის ბუნკერს მიემატება,ბოლოს კი როცა გამოივლის ნაგვის მანქანა,ყველაფერს თან გაიყოლებს -ყველაფერს და იმ საღმოსაც.
...ისხედით ორნი მაგიდასთან,სანთელი გენთოთდა ერთმანეთს უღიმოდით.თქვენ თვალები გიბრწყინავდათ,ხოლო პეპლები,თითქოს აზარტში შესულები,დაგტრიალებდნენ -1-და ვერც კი გრძნობდნენფრთები როგორ ეტრუსებოდათ.