↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 136 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
ჩემს სიახლოვეს სული შენი თუკი გიკრძალავს,უთხარ უგუნურს, რომ „სურვილად“ მიცნობს ქვეყანა,ისიც უთხარი, რომ სურვილი ჰქვია იმ ძალას,ეს ჩემი გული შენს სანატრელ გულს რომ შეჰყარა.მეც „სურვილი“ ვარ, სხვა სურვილებს მინდა ვემგვანო, -ერთი კუნჭული მევ დამითმე შენს სასახლეში,გამიხსენ შენი სურვილეთი უკიდეგანო, -რომ ვერც ძველებში გამარჩიონ და ვერც ახლებში.სხვათა ფერხულში მეც უჩინრად მინდა ვიარო,მსურს, შემივრდომო და დაღუპვას გადამარჩინო,არარა მერქვას, ოღონდ შენად მეც მაღიარო,გავუჩინარდე, ოღონდ შენთვის დავრჩე საჩინო.და შემიყვარებ მაშინ გრძნობით შეულახველით,რადგან, ძვირფასო, „სურვილს“ ნიშნავს ჩემი სახელიც.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი