↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოძრაობის ილუზია

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17541 ნახვა

—
განგრევს მოძრაობის ილუზია,გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნიაწლების ფრაგმენტული ამარკორდი.
ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,ბედთან უმიზეზო შედავებით.იცი - ყველაფერი აფსურდია!გულიც აღარ გწყდება, შედარებით...
აღარც თბილისური სანაპიროგხიბლავს... მით უმეტეს ნარიყალა.გინდა გადახვეწა განაპირას,სადმე დედამიწის - დაიღალე!
სისხლის დადინებით ქუსლებიდან,გინდა გაქცევა და განაჩენად -წყვილი ფანქარი და ფურცლები დაწყალსაც წაუღია დანარჩენი!
არც კი მიიხედო წარსულისკენმზად ხარ, უზრდელურად ისე გაქრე,რომ არ მოგინატრონ წასულიც კი,გინდა, უსაშველოდ გინდა, მაგრამ
გტანჯავს მოძრაობის ილუზია,გხუთავს უძრაობის ანაკონდა.შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნიაწლების ფრაგმენტული ამარკორდი...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი