↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონატრების გაკვეთილები

საჯაია გიორგი

2008-04-131 წთ საკითხავი8431 ნახვა

—
აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფიდა მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსისღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიანროდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი