↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე ხელისგულზე

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17535 ნახვა

—
(Sun was said to die and be born again)
აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაადა წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,ასე, რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!
არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნიდა სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენიმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.
მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუმემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორცუკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,
რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალწონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვითხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე,სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ,თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ...
და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზეხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა,მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად:აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი -მხოლოდ "სინათლის" უიმედოდ ბნელი ქალაქი.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი