↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეხსიერება

ვასაძე ლევან

2013-05-121 წთ საკითხავი330 ნახვა

—
მე, რომ შემეძლოს გამოვთქვა დარდი,მგონი, ღრუბლები გაჩერდებოდადა სიბრალულით შემკრთალი ვარდიგულდათუთქული აცრემლდებოდა.მაგრამ ვაი, რომ არ მიწერიაამ ქვეყანაზე მსუბუქად ფრენადა ეს ვარამი მარად ჩემია,რადგან ქართველად დამბადა ზენამ.ეს რა სისხლი მაქვს... რეები მახსოვს,საიდან მზვირთავს ხილვების დენა,რა უმძიმესი ამბები მათოვსდა რა ქვითინით მევსება სმენა.მაგრამ, ამავ დროს, რა მსუბუქიადა რა ტკბილია ეს ჩემი ხვედრი,თითქოს სილაღეს დაულუქიაუძირო ქვევრი ოხვრის და ყვედრის.რა მიწა არის ეს ჩემი მიწა,რამდენი ლანდი, რამდენი სული,სხვა რას გაიგებს, თუ, როგორ მიცავსმე მომავალში ჩემი წარსული.ბედნიერი ვარ უბედურებით,უძლეველი ვარ წამების თმენით,უსამართლობას არ ვემდურები,გამოცდილების უცნაურ ლხენით.მე ვარ ქართული მდინარის წვეთი,ჩაგრულთა ცრემლის მშვენიერება,ბოლო საყდარი ჯვარცმული ღმერთისდა ამაღლების მეხსიერება.
ვასაძე ლევან

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი