↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სასაფლაოზე დაწვა ღამე

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8597 ნახვა

—
სასაფლაოზე დაწვა ღამე, როგორც სიკვდილიდა საფლავები დაასამარა.და სასაფლაო იდგა სფინქსივით -თავის ამარა, ღმერთის ამარა, სუნთქვის ამარა.
და აღარყოფნა დადიოდა შრის საფლავთა,შორის საფლავთა უშორესი იყო მანძილი...სიცოცხლე ვერვის ვერ დადაფნავდა,და მთვარე ცაზე აილანძება.
უცებ საფლავის შეინძრა მიწა,მიცვალებულმა მოსაწყენი დასტოვა ბინა,მერე საკუთარ ძეგლთანვე მიწვადა მიიძინა.
აი, გათენდა, ამოვიდა მზე დიდებული,გამოიღვიძა მიცვალებულმა,მისი სიცოცხლე შედედებული,მიდის სახლისკენ, არავინა ყავს გამცილებელი.
მიდის სახლისკენ და მან უნდა იძიოს შური,იგი როდესაც... სიყვარულმა შეჰკივლა შიშით,მოვარდა ქმარი, ამჯერადაც არ დაუხანა,ჩასცა დანა და იშვა.
სასაფლაოზე დაწვა ღამე, როგორც სიკვდილიზეცაზე მთვარემ უმატა ბრწყინვასდა ვარსკვლავებით იხრებოდა ცა მოჭედილი,როგორც ჰამაკი, მიტოვებული ცოტა ხნის წინათ.
1956
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი