↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8603 ნახვა

—
სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი ,ქაღალდზე ასოები წაწვნენ მოთიბული თავთავებივით,ფიქრმა დღე გუშინდელი მოინახულა გავლით,და ლექსი ჩაითვალა გათავებულად.
გუშინ შუანა თითით ვერ გავხვრიტე „ყაზბეგის“ცარიელი ყუთი.და გული მომივიდა, როგორც მომდიოდა,შარვალზე დადიოდა უთო,როგორც ახალდაგებულ ასფალტზე ტრაქტორი დადიოდა.
ვარაზის ხევის ამოვსებას, როგორც იქნა, ბოლო მოეღო,თბილისს მოემატა ახალი ქუჩა,თბილისში მშენებლობას კარგი პირი უჩანს.იქნება დაანგრიონ ჩვენი სახლიცდა ახალი ბინები დაგვირიგონ,სიხარულით კედლებს თავს ვახლი,მასალას მივცემ სატირიკოსს.
ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია,ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირია,ცხოვრება შარია,ცხოვრება შაირია.
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი