პოეზია · ლირიკა
* * * სარკმლიდან შუქი შემოდის საკანში
სარკმლიდან შუქი შემოდის საკანშიდა შუქი აბნელებს საკანს,თორმეტი “პატრონა“ აწყვია ნაგანშიდა ფლობს პოლიციელი ნაგანს.საკანში ხუთი აგდია პატიმარი,თვლემენ პატიმრები მძიმედ,იციან პატიმრებმა, არ აპატიებენდა მაინც არ კარგავენ იმედს.დროდადრო თვალებს ახელენ დაზარებითდა გადახედავენ მძინარედ,მძინარედ ესიზმრებათ დიდი ყაზარმები,სადაც უძილობა მძვინვარებს.სხეულზე ეხებათ ცივი იატაკი,რომელიც ახსენებთ საწოლებსდა მათ ენატრებათ ცივი ნიადაგიდა იქნებ ცივი საცოლეც.ხვალ რომ მზე საკანში შემოვა გარედან,თვალებს გაახელენ უცებ,ფიქრებში გადაშლიან ყველანი კალენდარსდა ამოაცლიან ფურცელს.