პოეზია · ლირიკა
სენტიმენტალური ტრიოლეტი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი.ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.