პოეზია · ლირიკა
სოფლისაკენ
მესმის ძახილი წინაპარ გლეხთა.განვიცდი სევდას დაგვეანებულს.რკინის ქალაქი ვისა არ გატეხდადა ახლა ვეტრფი სოფელს ზმანებულს.რად დაივიწყე სიმინდის ყანა,დაგმე სიყალბე და ფუფუნება,მოდი, უმღერე მიწას ოსანა!წყეული იყოს დიდი ქალაქი,ჩემგან ვით ციხე უარყოფილი.მე მირჩევნია ქუჩა ჭალაკი,და ცისარტყელა სჯობია კინოს,ჩრდილს სახლებისას – ჭადარის ჩრდილი,ავტომობილის მჭექავ სირინოზსსჯობს უსათუოდ ურმული ტკბილი.მომენატრება კერა და სხვენი.აქედან ვუსმენ მოზარდ ბალახებსდა ვეტრფი, როგორც დაბმული ცხენიზამთარის შემდეგ შორ იალაღებს.ტყე მელოდება, როგორც საყდარი,საზიარებლად – სპეტაკი წყარო,და ღრუბლებიან ცის ნატახტარი -მთა უმაღლესი და სანეტარო.ხშირად ვოცნებობ დაკარგულ ქოხზე,შარაგზას ვეტყვი ჩემს გულის ნადებსდა თუ გავცვალე კალამი თოხზე,მშობელი მიწა არ მიღალატებს.