↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6076 ნახვა

—
ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც,მზე სამზეოს ამზეურებს უმზეობით დაღლილს,აღარ დევნის მადევარი დევნილს მოსაკლავად,და ტალღებში ტალღა ტალღას ტალღასაც არ ახლის.
უნაპირო ნაპირებთან განაპირა ვდგავარ,მარტოსული მარტოობას მარტოობით ვებრძვი,სიყვარულო, შემაყვარე, ვინც მიყვარდა, კვლავაცსიძულვილო, შემიძულე მძულვარების მსხვერპლი.
მახსოვრობავ, გამახსენე სახსოვარი ძველი,საპოვნელავ, მაპოვნინე უპოვნელი კაცთა,მოლოდინის მომლოდინე ველოდი და ველი,სიცოცხლეო, გამიცოცხლე უსიცოცხლო განცდა.
დავბრუნდი და, უბრუნებლის დაბრუნებას ვცდილობ,წასასვლელი წასულა და წაუსვლელიც წავა,დე, სიკვდილმა, სასიკვდილო, მომკლას უსიკვდილოდ,ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი